Loading the player...


INFO:
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) რიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალში ქართველი სპორტსმენი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს შეხვდა და 4:3 დაამარცხა.
ნახევარფინალში ხინჩეგაშვილი ბულგარელ ვლადიმირ დუბოვსა და რუმინელ ივან გიდეას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
აქამდე ხინჩეგაშვილი საკვალიფიკაციო რაუნდში ისვენებდა, ხოლო მერვედფინალში ყაზახ ნურისლამ სანაევს დამაჯერებლად, 4:3 მოუგო.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ნახევარფინალშია! - დაუნდობელი ბრძოლა, რომელიც ქართველ ფალავანს დიდი ნერვების ფასად დაუჯდა  - პალიტრა ვიდეო